პროექტის სახელწოდება: ილია ჭავჭავაძე-წმინდანი და ერისკაცი
პროექტის მთავარი იდეა: უკეთ გაცნობა მწერლის
ცხოვრების და მოღვაწეობის, როგორც ქვეყნისათვის
თავდადებულ, პატრიოტი, ერისკაცი ადამიანის.
პროექტის მიზნები:
ამ პროექტის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ
უკეთ გაიცნოს ილია ჭავჭავაძე,
როგორც დიდი საზოგადო მოღვაწე, პატრიოტი, ერისკაცი,
რომელსაც საზოგადოებამ ილია მართალი უწოდა, ეკლესიაში ხატად დაისვენა.
განუვითარდეთ შემოქმედებითობისა და კვლევა-ძიების
უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი:13-14წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:40დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიზლება შეოქმნას:
ფოტოალბომის, ვიდეო-მასალის შექმნა. მოსწავლეები
ახარისხებენ მასალას, აკეთებენ ანალიზს. უკეთ შეისწავლიან პრეზენტაციის მოწყობას
ფოტომასალის და კომპიუტერის
საშუალებით.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):1. კლასი იყოფა ორ
ჯგუფად, ჯგუფებად გადანაწილებული მოსწავლეები
ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს: 2. სასკოლო
ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის საფუძველზე მოიძიებენ ინფორმაციას
მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
3. ინტერნეტიდან ინფორმაციის და სურათების მოძიება. 4. ფოტოალბომის შექმნა.5. ექსკურსია მწერლის სახლ-მუზეუმში“საგურამოში“.6.
მოპოვებული მასალის გამთლიანება და პროექტის შექმნა. 7. ვიდეო-კოლაჯის ჩვენება ილიაზე პროექტორის საშუალებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი, ფერადი ფურცლები, მარკერი, ლიტერატურა-პავლე ინგოროყვა“ილია ჭავჭავაძე“ ნარკვევი (გამ.თბილისი.1957წ), კომპიუტერი, პროექტორი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ლიტერატურა, ისტორია. ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი ხორციელდება სასწავლო პროექტით.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
თამილა ხაჩიძე.
No comments:
Post a Comment